თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. საქართველოში ყველაზე ასაკოვანი პედაგოგი ქალი 97 წლისაა, პედაგოგი მამაკაცი კი 95-ის, ნათქვამია ACT-ს ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
კვლევის თანახმად, როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს შორის ყველაზე ახალგაზრდა პედაგოგი 19 წლისაა.
საქართველოში პედაგოგების ხელფასი შეიძლება სამჯერ გაიზარდოს>>>
სახელმწიფო სკოლებში დასაქმებულთა ძირითადი ნაწილი საპენსიო ასაკის პედაგოგები არიან. საკმაოდ მცირეა იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც მასწავლებლის პროფესიას ირჩევენ და სკოლებში საქმდებიან.
როგორც ACT-ს ანგარიშშია ნათქვამი, პრაქტიკა აჩვენებს, რომ ახალგაზრდების ნაწილი, რომელიც მოღვაწეობას სკოლაში იწყებს, მალე ტოვებს სამსახურს, რამდენადაც მათ არ მოსწონთ ის გარემო, ან უკეთეს ალტერნატივას პოულობენ.
საქართველოში განათლების სისტემის მასშტაბური რეფორმა ტარდება, რომლის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაციაა.
საქართველოს ხელისუფლება ისწრაფვის იმისკენ, რომ პედაგოგის პროფესია ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი და პრესტიჟული გახდეს. მთავრობის მიზანია მასწავლებლის საშუალო ხელფასი 1,5-1,8 ათასი ლარის ფაგლებში იყოს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემების მიხედვით, 2018 წლის მეოთხე კვარტალში საშუალო ყოველთვიური ნომინალური ანაზღაურება საგანმანათლებლო-სამეწარმეო სფეროში 833,9 ლარი იყო, არასამეწარმეო სფეროში – 638,8 ლარი.
საქართველოს მთავრობა 2019 წელს განათლებაზე აპირებს ფულადი სახსრების დახარჯვას, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის 10-11%-ს შეადგენს.
2019 წლის ბიუჯეტის პროგნოზით, მშპ ერთ სულ მოსახლეზე 4,3 ათას დოლარზე მეტს შეადგენს. 2019 წელს ბიუჯეტიდან განათლების სამინისტროსთვის 1,5 მილიარდი ლარი გამოიყოფა.
ACT – ანალიზისა და კონსულტაციების გლობალური კომპანიაა, რომელიც მოიცავს დსთ-ის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, აქვს თავისი წარმომადგენლობები საქართველოში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში.