ხელვაჩაურში მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 30 წლის მამაკაცი დააკავეს

წარსულში არსებული დაპირისპირების გამო ბრალდებულმა 28 წლის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღით კისრისა და თავის არეში დაზიანებები მიაყენა.
Sputnik

თბილისი, 1 აპრილი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 30 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Herbalife-ის ცენტრზე თავდამსხმელი დააკავეს

შემთხვევა 30 მარტს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში მოხდა. დაჭრილი, სავარაუდოდ, მეზღვაურია.

გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არსებული დაპირისპირების გამო ბრალდებულმა 28 წლის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღით კისრისა და თავის არეში დაზიანებები მიაყენა.

მამაკაცი წერტილოვანი მრავლობითი ჭრილობებით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, იგი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 19-108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და ითვალისწინებს 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.