ზუგდიდში ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

პაციენტს ერთი ჭრილობა მარცხენა ბარძაყის არეში აქვს მიყენებული
Sputnik

თბილისი, 31 მარტი - Sputnik. ზუგდიდში ახალგაზრდა კაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მკვლელობის მცდელობა ხელვაჩაურში - დაჭრილია 26 წლის მამაკაცი

შემთხვევა დღეს, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მოხდა. პაციენტს ცეცხლსასროლი იარაღიდან მარცხენა ბარძაყის არეში ერთი ჭრილობა აქვს მიყენებული.

ამ დროისთვის დაშავებულს ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში სამედიცინო კვლევები უტარდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 118-ე და 236-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.