მსოფლიო დღეს

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

არჩევნების მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ის ორი კანდიდატი, ვინც დღეს ყველაზე მეტ ხმას მოიპოვებს, 21 აპრილს გაიმართება
Sputnik

თბილისი, 31 მარტი - Sputnik. უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს - საარჩევნო უბნები კვირას გაიხსნა, იუწყება РИА Новости.

სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე 39 კანდიდატი იბრძვის, რაც რეკორდული რაოდენობაა. კანდიდატებს შორის არიან შოუმენი ვლადიმირ ზელენსკი,  პარტია „ბატკივშჩინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო, პარტია „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“ ლიდერი იური ბოიკო. გარდა ამისა, არჩევნებზე საკუთარ ძალებს მეორედ მოსინჯავს უკრაინის მეხუთე პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო.

უკრაინის პრეზიდენტის არჩევნები 2019: კანდიდატების რეიტინგი, არჩევნების თარიღი >>

უკრაინის პრეზიდენტს პირდაპირი საყოველთაო ფარული კენჭისყრის შედეგად ხუთი წლის ვადით აირჩევენ.

პირველ ტურში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტი უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე ტური გაიმართება. სოციოლოგები მიიჩნევენ, რომ მომავალი პრეზიდენტის ვინაობა სწორედ მეორე ტურში გაირკვევა.

უკრაინის მოქალაქეები თბილისში ხმის მიცემას შეძლებენ

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა სავარაუდო რაოდენობა 35,5 მილიონ ადამიანს შეადგენს, ისინი ხმის მიცემას 33,6 ათას საარჩევნო უბანზე შეძლებენ.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, უცხოეთში ამომრჩეველთა რაოდენობა თითქმის 527 ათასს აღწევს. მათთვის 72 ქვეყანაში 101 საარჩევნო უბანი გაიხსნება. უკრაინელები ხმის მიცემას საქართველოშიც შეძლებენ - თბილისში უკრაინის საელჩოს შენობაში.

უკრაინის მოქალაქეები საქართველოში ჩამოსვლას პირადობის თანამედროვე მოწმობებით შეძლებენ >>

ამომრჩეველთა აქტივობის ზღვარი არ არსებობს, ამიტომ არჩევნები ნებისმიერ შემთხვევაში შემდგარად გამოცხადდება.

 რუსეთში უბნების დახურვის გამო, ასევე კიევის მიერ არაკონტროლირებად დონბასის ტერიტორიაზე არჩევნების ჩატარებაზე უარის თქმის გამო 7-10 მილიონი უკრაინის მოქალაქე ხმის მიცემას ვერ შეძლებს.

Что говорят СМИ, или Почему мартовские выборы на Украине ничего не значат

არჩევნებს დააკვირდება 2300-ზე მეტი დამკვირვებელი 19 საერთაშორისო ორგანიზაციისა და 17 ქვეყნიდან, რომლებმაც რეგისტრაცია უკრაინის ცესკო-ში გაიარეს.

 

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიხურება (21:00 საათზე თბილისის დროით).

 პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა ხუთ წელს შეადგენს. ცესკო კენჭისყრის შედეგებს 10 აპრილამდე გამოაცხადებს. თუ რომელიმე კანდიდატი ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტს ვერ მიიღებს, 21 აპრილს მეორე ტური დაინიშნება.