სვანეთში პოლონელი ტურისტი დაიღუპა

ტურისტის ცხედარი ვერტმფრენით გადმოასვენეს
Sputnik

თბილისი, 31 მარტი - Sputnik. სვანეთში, მყინვარწვერ შხარასთან ზვავის ჩამოწოლის შედეგად, პოლონეთის მოქალაქე დაუღუპა, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

45 წლის მამაკაცის სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს თანამშრომლები.

გარდაცვლილი ტურისტის ცხედარი მაშველებმა ვერტმფრენით გადმოასვენეს.