თბილისის გრან-პრი ძიუდოში: საქართველომ კიდევ ორი მედალი მოიპოვა

საქართველოს ნაკრებმა გრან-პრიზე უკვე რვა მედალი დააგროვა
Sputnik

თბილისი, 31 მარტი - Sputnik. თბილისის გრან-პრის მესამე საშეჯიბრო დღე ქართველმა ძიუდოისტებმა ორი მედლით დაიწყეს.

წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილმა (-90 კგ) დაიკავა მესამე ადგილი, გიორგი პაპუნაშვილი ფინალში კუბელ ივან მორალესთან დამარცხდა კი ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

თბილისის გრან-პრი ძიუდოში: საქართველომ კიდევ ორი მედალი მოიპოვა

შეხვედრის ძირითად დროში გამარჯვებული არ გამოვლინდა, ხოლო დამატებით დროში პაპუნაშვილს უბრალოდ ძალები არ ეყო. მორალესი უფრო მხნედ გამოიყურებოდა და ვაზარიმ მას ოქროს მედალი მოუტანა.

თბილისის გრან-პრის კიდევ ერთი ბრინჯაოს პრიზიორი 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში მონღოლი ალტანბაგანა განტულგა (Altanbagana Gantulga) გახდა.

თბილისის გრან-პრი ძიუდოში: საქართველომ კიდევ ორი მედალი მოიპოვა

ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა თბილისის გრან-პრიზე უკვე რვა მედალი დააგროვა: ერთი ოქრო, ორი ვერცხლი და ხუთი ბრინჯაო.

ტურნირის დასკვნით საშეჯიბრო დღეს საქართველოს ძიუდოისტებს +100 კგ წონით კატეგორიაში კიდევ ორი მედლის მიღების შანსი აქვთ.