თბილისის გრან-პრი ძიუდოში: ბელარუსმა პირველი მედალი აიღო

ამ წონით კატეგორიაში ქალთა შორის პირველი მედალი ფრანგმა ძიუდოისტმა მოიპოვა
Sputnik

თბილისი, 31 მარტი - Sputnik. ბელარუსმა ძიუდოისტმა მარინა სლუცკაიამ თბილისის გრან-პრიზე თავის ქვეყანას ერთადერთი მედალი მოუტანა.

78 კგ-მდე წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის ბრძოლაში სლუცკაიამ ფრანგ ფატუმატა მბაიროს სძლია.

თბილისის გრან-პრი: რუსეთმა ტურნირზე პირველი ოქრო აიღო

ამავე წონით კატეგორიაში მეორე ბრინჯაოს მედალი პორტუგალიელმა როშელ ნუნიესმა აიღო.

ფინალური შეხვედრა ბრაზილიელ ბეატრის სოუზას და ფრანგ ჯულია ტოლოფუას შორის შედგა. მთელი ბრძოლის განმავლობაში ტოლოფუა უპირატესობას ფლობდა და იპონით მოიგო.

ტოლოფუას წარმატების შედეგად საფრანგეთის ქალთა ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში გამარჯვებული გახდა. სპორტსმენების ანგარიშზე ორი ოქროს და სამი ბრინჯაოს მედალია. მეორე ადგილი დაიკავეს კოსოვოს ძიუდოისტმა ქალებმა (2-0-0), ხოლო ჰოლანდიის წარმომადგენლები მესამე ადგილზე არიან (1-1-1).

თბილისის გრან-პრი ძიუდოში: საქართველომ კიდევ ორი მედალი მოიპოვა >>

აღსანიშნავია, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნების ძიუდოისტმა ქალებმა თბილისის გრან-პრიზე მხოლოდ ორი მედალი მოიპოვეს. სლუცკაიას გარდა კვარცხლბეკზე ავიდა უკრაინელი დარია ბოლედედი (-48 კგ), რომელიც ვერცხლის პრიზიორი გახდა.