საქართველომ თბილისის გრან-პრიზე ასპარეზობა ოქროს მედლით დაასრულა

საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ათი მედალი მოიპოვა
Sputnik

თბილისი, 31 მარტი - Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა ლევან მატიაშვილმა თბილისის გრან-პრიზე დასკვნით ბრძოლაში საქართველოს ოქროს მედალი მოუტანა.

მძიმე წონის ფინალში (+100 კგ) მატიაშვილმა ბელარუს ალექსანდრ ვახავიაკს ვაზარით დამატებით დროში მოუგო.

საქართველომ თბილისის გრან-პრიზე ასპარეზობა ოქროს მედლით დაასრულა

ამავე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ონისე ბუღაძემ, რომელიც მესამე ადგილისთვის გელა ზაალიშვილს დაუპირისპირდა.

ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა მამაკაცებს შორის ზედიზედ მესამედ საერთო გუნდური ჩათვლა მოიგო. ჩვენი ძიუდოისტების ანგარიშზე 10 მედალია: ორ-ორი ოქრო და ვერცხლი და ექვსი ბრინჯაოს მედალი.

საქართველომ თბილისის გრან-პრიზე ასპარეზობა ოქროს მედლით დაასრულა

თბილისის გრან-პრის საქართველოს ნაკრების გამარჯვებულები და პრიზიორები:

ოქრო:

ლუხუმ ჩხვიმიანი (-60 კგ)

ლევან მატიაშვილი (+100 კგ)

ვერცხლი:

გიორგი თუთაშვილი (-66 კგ)

გიორგი პაპუნაშვილი (-90 კგ)

ბრინჯაო:

ჯაბა პაპინაშვილი (-60 კგ)

ბაგრატ ნინიაშვილი (-66 კგ)

ვალერი იაშვილი (-73 კგ)

ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ)

ბექა ღვინიაშვილი (-90 კგ)

ონისე ბუღაძე (+100 კგ)