მკვლელობის მცდელობა ხელვაჩაურში - დაჭრილია 26 წლის მამაკაცი

დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, იგი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
Sputnik

თბილისი, 31 მარტი - Sputnik. ხელვაჩაურში 26 წლის კაცი სავარაუდოდ სანადირო თოფით დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

შემთხვევა გუშინ, სოფელ ახალშენში მოხდა. დაჭრილი სავარაუდოდ მეზღვაურია.

სისხლიანი გარჩევა თბილისში: დიღომში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

გავრცელებული ინფორმაციით, შელაპარაკება ორ პირს შორის მოხდა.

მამაკაცი წერტილოვანი მრავლობითი ჭრილობებით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, იგი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 19-108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.