ხანძარი მოსკოვის სპორტკომპლექს „ოლიმპიისკში“ ლიკვიდირებულია

მოსკოვში სპორტკომპლექს „ოლიმპიისკში“ ხანძრის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არის
Sputnik

თბილისი, 30 მარტი - Sputnik. რუსეთის დედაქალაქში სპორტკომპლექს „ოლიმპიისკში“ ცეცხლი 30 კვ მეტრის ფართობს მოედო, ამ დროისათვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია, ნათქვამია რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მოსკოვის მთავარი სამმართველოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მოსკოვში სპორტკომპლექს „ოლიმპიისკი“ იწვის >>

„ოლიმპიისკში“ ხანძრის შესახებ ინფორმაცია სამმართველოში მოსკოვის დროით 18:36 საათზე შევიდა.

წინასწარი ინფორმაციით, რვასართულიანი შენობის მეექვსე სართულზე შეკიდული ჭერის ქვეშ კაბელს ცეცხლი მოეკიდა. ამჟამად შენობაში რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.

„მიღებული ზომების შედეგად 19:18 საათზე ხანძარი ლოკალიზებულია, ხოლო 19:21 საათზე - ლიკვიდირებულია“, - ნათქვამია განცხადებაში.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

სპორტკომპლექსი „ოლიმპიისკი“ 1980 წელს აშენდა.