ახალციხე-ნინოწმინდისა და ახალქალაქი-კარწახის გზებზე შეზღუდვები დაწესდა

შეზღუდვები თოვისა და ლიპყინულის გამოა დაწესებული
Sputnik

თბილისი, 30 მარტი - Sputnik. ახალციხე-ნინოწმინდის და ახალქალაქი -კარწახის გზებზე პარასკევს საღამოდან ტრაილერების მოძრაობა აიკრძალა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

ვითარება გზებზე: ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

კერძოდ, თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის  ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 90-112-კმ მონაკვეთზე  და საერთაშორისო მნიშვნელობის  ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.