თბილისი, 30 მარტი - Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 1968 წელს დაბადებული რ.გ. დააკავეს, ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულის პირადი ჩხრეკისას პოლიციამ კუსტარულად დამზადებული, „მეტადონის" შემცველი 40 გრამი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.