DipSki 2019: გუდაურში დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრი გაიმართება

ტურნირში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, მინისტრთა კაბინეტისა და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს  წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
Sputnik

თბილისი, 30 მარტი - Sputnik. გუდაურში დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრი DipSki 2019 გაიმართება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გუდაურში საბაგიროები შეფერხებით მუშაობს

ღონისძიება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და მთის კურორტების განვითარების კომპანიის ჩართულობით 31 მარტს ჩატარდება. 

ტურნირში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, მინისტრთა კაბინეტისა და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს  წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

გავრცელებული ინფორმაციით, სათხილამურო ტურნირის გამარჯვებულებს სპეციალურად ღონისძიებისთვის დამზადებული ჯილდოები გადაეცემათ.  

დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრი DipSki 2017 წლიდან იმართება და საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.