ხონში ფსიქიატრიულის პაციენტის გარდაცვალება - უბედური შემთხვევა თუ ძალადობა

ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე „ძალადობის“ მუხლით აღიძრა
Sputnik

თბილისი, 30 მარტი - Sputnik. ხონის ფსიქიატრიული საავადმყოფოს ხანდაზმული პაციენტი ქუთაისის რეგიონულ კლინიკაში მრავალრიცხოვანი ტრავმების გამო გარდაიცვალა, იუწყება ტელეარხი Rustavi2.

ბათუმში მოძრაობა აღდგა: ექიმმა უფლებამოსილება შეიჩერა >>

60 წლის ქალი ფსიქიატრიული საავადმყოფოდან ქუთაისის კლინიკაში მძიმე მდგომარებაში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, პაციენტს აღენიშნებოდა დაზიანებები თვალის, კისრის, ყურის მიდამოებში, სისხლჩაქცევები ნიკაპზე და ტუჩზე, მხრის მოტეხილობა და სისხლნაჟღენთები მუხლზე. მომხდარის შესახებ ნათესავებს მხოლოდ სამი დღის შემდეგ აცნობეს.

„ვიყავი ჩემს დასთან 19 რიცხვში, და ექიმი მეუბნება: დაეცა, ნაკაწრი ჰქონდა, სილურჯე წამოვიდა და გადავიყვანეთ ქუთაისის საავადმყოფოში. მითხრა, ქუთაისში არ წახვიდე, მაინც არ განახებენო. რამდენჯერმე დავრეკე, ვკითხულობდი ჩემი დის მდგომარეობას და სულ მეუბნებოდნენ: კარგად არის, მომჯობინდაო და გადასხმებს უკეთებენო. შემდეგ კი გვითხრეს, რომ ის კრიტიკულ მდგომარეობაშია “, - განუცხადა ჟურნალისტს დაღუპულის დამ ნინო ბიგვავამ.

სასამართლომ ექიმის ცემისთვის ბრალდებულ მსახიობს განაჩენი გამოუტანა

ფსიქიატრიულ კლინიკაში ამტკიცებენ, რომ პაციენტმა დაზიანებები ეპილეფსიური შეტევის დროს მიიღო და ის არავის უცემია. იმის შესახებ, რომ ოჯახს მომხდარის შესახებ დაგვიანებით შეატყობინეს, ექიმები კომენტარს არ აკეთებენ.

„მე გამოვრიცხავ ძალადობის ფაქტს ჩვენი პერსონალის მხრიდან“, - განაცხადა კლინიკის წარმომადგენელმა მარიამ გიორგაძემ.

ამასთან, სისხლის სამართლის საქმე „ძალადობის“ მუხლით არის აღძრული. ბრალდებულს 2-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.