თბილისი, 29 მარტი — Sputnik. ნაქერალას უღელტეხილზე მისამებლიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დიდთოვლობის გამო უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო. ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად მოძრაობა აღდგა.
ამ ეტაპზე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)–ტყიბული–ამბროლაურის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.