„პირველად 50 წლის განმავლობაში": პრემიერმა შიდა ქართლში ისტორიული პროექტი წარმოადგინა

შიდა ქართლში წყალსაცავის მშენებლობა 71 მლნ ლარი დაჯდება.
Sputnik

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. შიდა ქართლის რეგიონში აშენდება წყალსაცავი, რომლის წყალობით 22 სოფლის მოსახლეობა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების მორწყვას შეძლებს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

თბილისის 2019 წლის მრავალმილიონიანი ბიუჯეტის პრიორიტეტები – რაზე დაიხარჯება თანხები>>>

პრემიერმა ბახტაძემ, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად, პარასკევს შიდა ქართლის რეგიონი მოინახულა, სადაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პროექტის დაწყება დააანონსა.

„დღეს ჩვენ ვიწყებთ ისტორიულ პროექტს – მდინარე თეძამზე აშენდება წყალსაცავი, რომელიც შესაძლებელს გახდის შიდა ქართლში 7 ათასი ჰექტარი მიწის ფართობის მორწყვას, რომელიც დღეს ფაქტობრივად გამოუყენებელია", – განაცხადა ბახტაძემ.

საქართველო სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ორ მილიონ ევროს მიიღებს

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში საირიგაციო სისტემის მოწყობა სოფლის მეურნეობის წარმატებული განვითარების წინაპირობაა.

„უნდა ითქვას ისიც, რომ საქართველოში ფაქტობრივად ბოლო 50 წლის განმავლობაში არ აშენებულა ახალი წყალსაცავები იმისთვის, რომ ჩვენი საირიგაციო სისტემები უფრო მეტად მოწესრიგებული ყოფილიყო", – განაცხადა ბახტაძემ.

პროექტში 71 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება და დაახლოებით 500 ადგილობრივი დასაქმდება.

„ეს ნამდვილად უნიკალური პროექტია, რომელიც შიდა ქართლს და კონკრეტულად კასპის რაიონს ახალ სიცოცხლეს შესძენს", – განაცხადა ბახტაძემ.

წელს საქართველოს რეგიონებში სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამებზე 3,9 მლნ ლარის გამოყოფა იგეგმება.