ნინო ბურჯანაძის ვაჟი დედის კვალს მიჰყვება

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის შვილმა, 33 წლის ანზორ ბიწაძემ თავისი პოლიტიკური გეგმების შესახებ ისაუბრა.
Sputnik

თბილისი, 29 მარტი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის ვაჟმა ანზორ ბიწაძემ პოლიტიკაში აქტიური ჩართვა გადაწყვიტა.

ვინ გაიმარჯვებს 2020 წლის არჩევნებზე? ბურჯანაძის პროგნოზები>>

აქამდე ბიწაძე პარტიული საქმეებით კი იყო დაკავებული, მაგრამ ტელეეკრანებზე არ ჩნდებოდა.

„პარტიის შერჩევაზე დიდხანს არ მიფიქრია. რა თქმა უნდა, „დემოკრატიულ მოძრაობაში“ ვიქნები. ამ თვის ბოლოს პარტიის ყროლობის ჩატარების თარიღი გამოცხადდება და ჩვენს ამომრჩევლებს ძალიან საინტერესო გეგმებსა და ხედვებს შევთავაზებთ. საბჭოს ძირითადი წევრებისგან სრული მხარდაჭერა მივიღე, რადგანაც ეს ადამიანები იმ სამუშაოს მოწმენი არიან, რომელიც მათთან ერთად გავაკეთე“, – განაცხადა ანზორ ბიწაძემ „რადიო პალიტრის“ ეთერში.

ბიწაძის თქმით, მას პარტიაში მოკრძალებული ადგილი ექნება. თუმცა, ის პირობას დებს, რომ ამომრჩევლებთან ურთიერთობისას გახსნილი იქნება.

ახალი ფიგურები ან ახალი იდეები - როგორ უნდა მოიგოს 2020 წლის არჩევნები „ოცნებამ“

მისი განცხადებით, პირველ რიგში, გააგრძელებს დაუღალავ შრომას იმისთვის, რათა პოლიტიკური სტრუქტურები და მათი ორგანიზაცია ხალხთან მაქსიმალურად ახლოს იყოს. დროა, ყველამ გააკეთოს ის, რაც შეუძლია, აღნიშნა ბიწაძემ.

კითხვაზე, ხომ არ ტოვებს ბურჯანაძე პოლიტიკას და თავის უფროს ვაჟს თავის მემკვიდრედ ტოვებს, ბიწაძემ უპასუხა, რომ ამისთვის ჯერ ადრეა.

„არავითარ შემთხვევაში. ის ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, მით უმეტეს – პოლიტიკისთვის“, – აღნიშნა ბიწაძემ.

პროფესიით იურისტი, 33 წლის ანზორ ბიწაძე ბოლო 10 წელია პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ შიდაპარტიულ პროცესებშია ჩართული, თუმცა საჯაროდ არ ჩნდება.

„სააკაშვილს და რევოლუციას არ დავუშვებთ“: ბურჯანაძემ „Sputnik-საქართველოს“ ინტერვიუ მისცა>>

ანზორ ბიწაძე მხარს უჭერდა დედას და აქტიურად მონაწილეობდა 2011 წლის ოპოზიციის საპროტესტო აქციებში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ.

ანზორ ბიწაძე სპეცრაზმმა 2011 წლის 26 მაისს რესპუბლიკურ საავადმყოფოში დააკავა, სადაც ის აქციის სასტიკი დარბევის დროს დაშავებულების სანახავად მივიდა. თუმცა, ის მალევე გაათავისუფლეს.