Herbalife-ის ცენტრზე თავდამსხმელი დააკავეს

მამაკაცს შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. პოლიციამ საკვები დანამატებისა და დაბალანსებული კვების ცენტრ Herbalife-ის დაყაჩაღების მცდელობის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

თბილისში გასახდომი საშუალებების მაღაზია გაძარცვეს

ბრალდებული წარსულში ასევე ყაჩაღობისთვის არის ნასამართლევი.

გამოძიებით დადგინდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა მამაკაცმა 26 მარტს თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე Herbalife-ის ცენტრის დაყაჩაღება სცადა, თუმცა თანხის წაღება ვერ შეძლო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

იგი ინციდენტიდან მეორე დღეს დააკავეს.

გამოძიება ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.