საქართველოში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი შეიქმნება

საქართველოს პრემიერმა წარადგინა ქობულეთში ტურისტული კომპლექსის პროექტი, რომელსაც ექნება გოლფის მოედანი, საჩოგბურთო კორტები, სტადიონი, აუზი და სხვა.
Sputnik

საქართველოს წინა ხელისუფლების მიერ განხორციელებულმა პროექტებმა ბათუმი და აჭარა, მთლიანად, შავი ზღვის სანაპიროზე ერთ-ერთ საუკეთესო დასასვენებელ ადგილად აქცია. ამჟამინდელმა ხელისუფლებამ თამასის კიდევ უფრო აწევა - ამ ავტონომიური რესპუბლიკის შავი ზღვის აუზის მარგალიტად გადაქცევა გადაწყვიტა.

საქართველოს ამბიციების გათვალისწინებით, რომ ქვეყანა ტურისტულ ცენტრად უნდა იქცეს, ხელისუფლების ახალი ინციატივები ნამდვილად დროულია, მიიჩნევენ ექსპერტები.

Google საქართველოს ტურისტების მოზიდვაში დაეხმარება

ტურიზმის სფერომ 2018 წელს საქართველოს ყველა რეკორდი მოხსნა. წელიწადის განმავლობაში უცხოელებმა ქვეყნის საზღვარი დაახლოებით 8,7 მილიონჯერ გადაკვეთეს, რაც 2017 წლის მონაცემზე 10%-ით მეტია. განსაკუთრებულ ინტერესს ქვეყნის მიმართ ავლენენ მეზობელი ქვეყნების - აზერბაიჯანის, რუსეთისა და სომხეთის მცხოვრებლები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გუშინ აჭარაში იმყოფებოდა. იქ ის გაეცნო მიმდინარე პროექტებს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, რომელთა შორისაა ქობულეთში „მწვანე ქალაქის" აშენება და ბათუმის „განათლების ქალაქად" გადაქცევა.

„მწვანე ქალაქი"

პრემიერ-მინისტრმა ქობულეთში პირადად გამართა გრანდიოზული ტურისტული კომპლექსის მშენებლობის პროექტის პრეზენტაცია. პროექტში 500 მილიონი ლარი ჩაიდება.

საქართველოში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი შეიქმნება

„ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ მასშტაბურ ინვესტიციაზე, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ აჭარა გახდება ოთხსეზონიანი კურორტი. ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ მასშტაბურ პროექტზე, რომელიც იქნება ნამდვილი მარგალიტი შავიზღვისპირეთში. რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველო დაიმკვიდრებს ადგილს, როგორც ლიდერი ქვეყანა ტურიზმში", - განაცხადა ბახტაძემ.

საქართველოში ახალი ტურისტული ადგილების განვითარება იგეგმება

პრემიერის განცხადებით, 180 ჰექტარი ფართობის ტერიტორიაზე სამი წლის განმავლობაში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი აშენდება

„მწვანე ქალაქს" კომპანია „გრინ რეზორტი" ააშენებს. პროექტით გათვალისწინებულია მაღალი კლასის 250-ნომრიანი სასტუმროს აშენება საკონფერენციო დარბაზებით, ჩოგბურთის კორტებით, გოლფის მოედნით, საფეხბურთო სტადიონით, აუზით, გასართობი ზონითა და დასვენების ზონით.

„ეს პროექტი მოგვცემს საშუალებას, რომ საქართველოში მოვიზიდოთ ის ტურისტები, რომლებიც დღეს ვერ განიხილავენ საქართველოს ტურისტულ ცენტრად იმის გამო, რომ ჩვენ არ გვაქვს ეს ინფრასტრუქტურა", - აღნიშნა ბახტაძემ.

ექსპერტის მოსაზრება

ტურიზმის საკითხებში ექპერტის ნინო კვარაცხელიას განცხადებით, ამ ტიპის ტურისტული კომპლექსები უბრალო ადამიანებისთვის არაა, მაგრამ მიზანიც ისაა, რომ კარგი რეპუტაცია მოიპოვო მდიდარ ტურისტებს შორის.

საქართველოს შავი ზღვის ორი კურორტი ახალ სიცოცხლეს შეიძენს>>

„და თუ ამის განხორციელებას შევძლებთ, პირველად მოვახერხებთ მდიდარი უცხოელების მოზიდვას და მათთვის ყველა პირობის შექმნას. ყველამ კარგად ვიცით, რომ ქობულეთს უნიკალური მიკროკლიმატი აქვს, მაგრამ, ამის გარდა, საჭიროა შეიქმნას პირობები, რომელიც ადამიანებს დასვენებისთვის სჭირდება. თუ მოხერხდება პროექტის ისე განხორციელება, როგორც ეს ჩაფიქრებულია, გაჩნდება დიდი ახალი კურორტი, რომელიც თავის თავზე ხმამაღლა განაცხადებს: „აქ ვარ, მე ვარსებობ, და მე საუკეთესო კურორტი ვარ შავი ზღვის სანაპიროზე". ეს ნამდვილად დიდი გარღვევა იქნება", - განაცხადა კვარაცხელიამ.