თბილისში მამაკაცი ორსართულიანი სახლის სახურავიდან გადმოხტომით იმუქრებოდა

მამაკაცი ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას მისვლას ითხოვდა.
Sputnik

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. ავლაბრის რაიონში ერთ-ერთი ორსართულიანი სახლის სახურავზე ასული მამაკაცი ადგილზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას მისვლას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში გადმოხტომით იმუქრებოდა.

თბილისში მამაკაცი ორსართულიანი სახლის სახურავიდან გადმოხტომით იმუქრებოდა

მამაკაცის განცხადებით, იგი დაიღალა იმისგან, რომ ქალაქში გადაადგილებისას მას პოლიცია მუდმივად აჩერებს და აკავებს.

ორსართულიანი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული.

ამ დროისთვის მამაკაცი სახლის სახურავიდან სამართალდამცველებმა ჩამოიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.