საქართველომ ქვეყანაში შემოსვლაზე უარი დაახლოებით 3,3 ათას უცხოელს უთხრა

ყველაზე ხშირად საქართველოში არ უშვებენ ირანის, ინდოეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეებს.
Sputnik

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული მასალების თანახმად, საქართველოში შემოსვლაზე 2019 წლის იანვარ-თებერვალში უარი დაახლოებით 3,3 ათას უცხოელს უთხრეს. ეს ათასით მეტია ერთი წლის წინანდელ მონაცემზე.

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში იმყოფებოდა 998,2 ათასი ვიზიტორი (+0,2%). ყველაზე ხშირად ამ პერიოდში ქვეყანაში შემოდიოდნენ აზერბაიჯანის, რუსეთის, სომხეთის, თურქეთისა და უკრაინის მოქალაქეები.

მხოლოდ იანვარში ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ეთქვა უცხოეთის დაახლოებით 1,6 ათას მოქალაქეს, ხოლო თებერვალში – დაახლოებით 1,7 ათასს. ამ მხრივ ლიდერობენ ირანის, ინდოეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები.

ყველაზე ხშირად ვის უთხრეს უარი საქართველოში შემოსვლაზე

ქვეყნის მოქალაქეებიიანვარითებერვალი
ირანი576564
ინდოეთი366428
აზერბაიჯანი124141
თურქეთი116102
თურქმენეთი72102

ამას გარდა, საქართველოდან იანვარში გააძევეს ოთხი ადამიანი – ბანგლადეშის, თურქეთის, ინდოეთისა და ჰაიტის მოქალაქეები. თებერვალში ქვეყანა იძულებით დატოვა ეგვიპტის ოთხმა მოქალაქემ, ირანის ოთხმა მოქალაქემ, ასევე ერაყის, თურქეთისა და პაკისტანის თითო-თითო მოქალაქემ.

თბილისი თეირანთან სავიზო რეჟიმის გადახედვას გეგმავს?!>>

საქართველოს შსს ცალკე აქვეყნებს სავიზო რეჟიმის დარღვევების სტატისტიკას, უწყების ინფორმაციით, ქვეყანაში ყოფნის წესებს ყველაზე ხშირად არღვევენ ირანის, ჩინეთისა და რუსეთის მოქალაქეები.