დეპუტატის შვილის დაღუპვის ფაქტზე ორ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

სასამართლომ დაკავებული სამი პოლიციელიდან ერთი გაამართლა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
Sputnik

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. გორის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ვაჟის, 21 წლის ბექა ხახუბიას ავტოავარიაში დაღუპვის საქმეზე ბრალდებული სამი პოლიციელიდან ორი დამნაშავედ ცნო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სასამართლომ დეპუტატის შვილის დაღუპვის საქმეში ბრალდებულებს გირაო შეუფარდა>>>

უბედური შემთხვევა 2017 წლის 17 მაისს მოხდა. გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე ხახუბია BMW X5-ის მარკის ავტომანქანით მაღალი სიჩქარით მოძრაობდა. იმისთვის, რომ მანქანა გაეჩერებინათ, შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამმა თანამშრომელმა გადაამეტა უფლებამოსილებას და გორის გვირაბთან მოქალაქეთა ავტომანქანებით გადაკეტეს საავტომობილო გზა. ამ პირობებში მომხდარ ავტოავარიაში დაიღუპა ბექა ხახუბია.

სასამართლომ დეპუტატის შვილის დაღუპვის საქმეში ბრალდებულებს გირაო შეუფარდა

სასამართლომ სამი პოლიციელიდან ერთი – ნუკრი ხაბელაშვილი გაამართლა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

რაც შეეხება დანარჩენებს, ზურაბ რუსიშვილს „გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისთვის" 1 წლითა და 1 თვით პატიმრობა მიესაჯა. თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეში სასამართლომ იგი გაამართლა. გია სადაღიშვილი კი ორივე მუხლით დამნაშავედ ცნეს და მას 2 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

ბექა ხახუბია მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატ ირაკლი ხახუბიას შვილია. მას მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა.