თბილისი, 26 მარტი — Sputnik. თბილისის ისტორიულ ნაწილში მდებარე მეტეხის გვირაბი ღამით დაიკეტება, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
გვირაბში დასუფთავების სამუშაოებია დაგეგმილი. ამასთან დაკავშირებით, მეტეხის გვირაბი 26 მარტის 24:00 საათიდან 27 მარტის 07:00 საათამდე დაიკეტება.
სამუშაოებს კომპანია "თბილსერვის ჯგუფი" ასრულებს.
თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტისთვის მოსახლეობას ბოდიშს უხდის.