თბილისი, 26 მარტი - Sputnik. მეხანძრე-მაშველებმა ქუთაისში მდინარე რიონიდან 11 წლის ბიჭი უვნებლად გამოიყვანეს, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
მოზარდი მდინარეში წყლის მოულოდნელი მოვარდნის გამო, ხელოვნურად წარმოქმნილ კუნძულზე შემორჩა და ნაპირზე დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო ქუთაისის ერთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.