თბილისი, 25 მარტი — Sputnik. საფრანგეთის ქალაქ რენში საქართველოს მოქალაქე მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
21 მარტი 2019, 18:46
ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების ცნობით, 41 წლის ქართველმა მამაკაცმა თანამემამულე დანით დაჭრა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას რამდენიმე ჭრილობა გულის არეში აქვს მიყენებული.
სამართალდამცველებმა ინციდენტის შემდეგ ორი ადამიანი დააკავეს. ერთ-ერთს მკვლელობის მცდელობისთვის აქვს ბრალი წაყენებული, ხოლო მეორეს მოწმის სტატუსი მიანიჭეს.
ამ დროისთვის ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.