„ჩვენ ეფექტურად ვაგრძელებთ ინტეგრაციის გზაზე სიარულს. გვესმის, ბუნებრივია, ერთ დღეში ვერ მოხდება გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ძალიან ძლიერი გზავნილები, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო და ვერავინ მიიღებს მის ნაცვლად გადაწყვეტილებას.