გარდაიცვალა რეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი

ბადურაშვილის ახლობლები არ აზუსტებენ, თუ რა გახდა რეჟისორის ნაადრევი გარდაცვალების მიზეზი.
Sputnik

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. ქართველი რეჟისორი და სცენარისტი ერეკლე ბადურაშვილი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ცენტრის განცხადებაში.

რეჟისორი პოპულარული ქართველი შემსრულებლის ნინი ბადურაშვილის მამაა.

გარდაიცვალა რეჟისორი მარლენ ხუციევი

„ეროვნული კინოცენტრი მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ერეკლე ბადურაშვილის ოჯახს", – ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.

ერეკლე ბადურაშვილი 1962 წლის 4 იანვარს თბილისში დაიბადა. 1983 წელს დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის რეჟისურის ფაკულტეტი.

ბადურაშვილი არის ავტორი ფილმებისა: „ავტოპორტრეტები", „ცოდვის დღესასწაული", „თბილისი ჩემი სახლია", „კიდევ ერთი ქართული ისტორია". მსახიობის ამპლუაში მოგვევლინა ფილმში „მატარებელი".

გურანდა გაბუნია გარდაიცვალა>>

ბოლო დროს რეჟისორი მუშაობდა ახალ სრულმეტრაჟიან ფილმზე „ხიდი". კინოსურათი ორი ქვეყნის - საქართველოსა და თურქეთის კოპროდუქცია იყო.