ზემო ლარსი დღეს: რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზა გახსნილია

დიდტონიანი სატვირთოები და ავტობუსები ჯვრის უღელტეხილზე ცალმხრივად მოძრაობენ
Sputnik

თბილისი, 25 მარტი - Sputnik. საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, ნათქვამია რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ავტომაგისტრალის კობი-გუდაურის მონაკვეთი ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის ზვავსაშიშროებისა და ინტენსიური თოვის გამო დაიკეტა.

ვითარება საქართველოს გზებზე: ძლიერმა თოვამ პრობლემები შექმნა

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

მლეთა-გუდაურის მონაკვეთზეც ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.