ბათუმის პოლიციის განყოფილებაში მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი თავს დაესხა თავის ყოფილ ბიზნეს-პარტნიორს, შემდეგ გამოცხადდა პოლიციაში, სადაც თვითმკვლელობა სცადა.
Sputnik

თბილისი, 25 მარტი – Sputnik. ახალგაზრდა მამაკაცმა ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილებაში თვითმკვლელობა სცადა, იუწყება პირველი არხი.

მამაკაცი პოლიციის განყოფილებაში, სავარაუდოდ, მას შემდეგ გამოცხადდა, რაც თავის ბიზნეს-პარტნიორს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ბათუმის გადაუდებელი სასწრაფო დახმარების სამსახურში განაცხადეს, რომ ბრალდებული კვირას საავადმყოფოში პოლიციის განყოფილებიდან გადაიყვანეს.

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

„21:00 საათზე შემოვიდა შეტყობინება, რომ პოლიციის შენობაში მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მუცლის არეში მიიყენა. ამჟამად იგი რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია“, – განაცხადა სასწრაფო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ ბადრი პაქსაძემ.

რაც შეეხება დაშავებულ ბიზნეს-პარტნიორს, ის ბათუმის სამედიცინო ცენტრში იმყოფება. კლინიკაში აცხადებენ, რომ ის სამედიცინო ცენტრამდე თავად მივიდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საქართველოს პროკურატურის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა–ტარება) მუხლებით მიმდინარეობს.