თბილისი, 25 მარტი - Sputnik. ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც ქუთაისი-წყალტუბოს მატარებლის ქვეშ მოყვნენ, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და ისინი საავადმყოფოდან გამოწერეს, იუწყება ტელეარხი Imedi.
ინციდენტი 19 მარტს მოხდა, როდესაც 10 წლის გოგონა და მისი 5 წლის ძმა სკოლიდან სახლში ბრუნდებოდნენ და რკინიგზაზე გადადიოდნენ.
ბავშვები ქუთაისში დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანეს. გოგონას თავის მრავლობითი დაზიანება და სახის ძვლების მოტეხილობა აღენიშნებოდა, ბიჭს კი - თავის ტვინის ჰემატომა.
ექიმების თქმით, ბავშვებს სტაციონარული მკურნალობა აღარ ესაჭიროებათ და ისინი სახლში გააგრძელებენ მკურნალობას.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის „რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევის“ მუხლით, რაც 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.