მედიაექსპერტები აღნიშნავენ, რომ საქართველოს საინფორმაციო სივრცეში იზრდება აგრესია, მედიაში სულ უფრო მეტი ნეგატიური ახალი ამბავია: სერიალებში, ფილმებში, ტოკ-შოუებში. როგორ მოქმედებს ეს ადამიანებზე, მათ მდგომარეობაზე? როგორია სახელმწიფო პოლიტიკა ინფორმაციის სფეროს კუთხით? ამ და სხვა საკითხებზე იმსჯელებენ მრგვალი მაგიდის მონაწილეები:
- პუბლიცისტი, სმირნოვების სახლ-მუზეუმის დირექტორი, საინფორმაციო პოლიტიკის თემაზე ნამუშევრების ავტორი ბაია ამაშუკელი;
- საინფორმაციო სააგენტო NewsDay-ს დირექტორი ავთანდილ ოთინაშვილი;
- საინფორმაციო სააგენტო NewsPress-ის დირექტორი ალეკო ჩუბინიძე;
- ჟურნალისტი მერაბ ხაჩიძე.
ვიწვევთ მასმედიის წარმომადგენლებს მრგვალ მაგიდაში მონაწილეობისათვის, რომელიც გაიმართება „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში მისამართზე:
თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 61, მე-5 სართული, ბლოკი C
მასმედიის აკრედიტაცია:
E-mail: media@sputnik-georgia.com; ტელ.: +995555908977.
„Sputnik-საქართველოს" მულტიმედიური პრეს-ცენტრის ანონსების გამოსაწერად გამოგზავნეთ განაცხადი: media@sputnik-georgia.com