ოჯახური ძალადობის ბრალდებით ორი მამაკაცი დააკავეს

ბრალდებულებს ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ
Sputnik

თბილისი, 24 მარტი - Sputnik. სამართალდამცველებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით ორი მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იზრდება თუ არა დანაშაული საქართველოში - პრემიერის სიტყვა პარლამენტში

უწყების ცნობით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა 52 წლის მამაკაცმა ბორჯომის დაბა ახალდაბაში ყოფილ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ასევე, სამართალდამცველებმა მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებით 61 წლის მამაკაცი  დაკავეს. უწყების ცნობით, ბრალდებულმა ახალქალაქის რაიონის სოფელ ბეჟანოში მეუღლეს  ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ორივე ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.