თბილისი, 24 მარტი - Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო კახეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა, აღნიშნულია საქართველოს საპატრულო პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 1-ლი კილომეტრიდან კახეთის მიმართულებით. დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილების მოძრაობა.
საავტომობილო მოძრაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები არეგულირებენ.