საქართველოში ჩვილ ბავშვთა მასობრივი ნათლობა გაიმართება

საქართველოს საპატრიარქოში ბავშვების რეგისტრაცია ნათლობისთვის კვირას დაიწყება
Sputnik

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. ჩვილთა რიგით 58-ე საყოველთაო ნათლობაზე რეგისტრაცია კვირას დაიწყება და 29 მარტამდე გაგრძელდება, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

კათოლიკოს–პატრიარქის ნათლული კიდევ 700-ზე მეტი ბავშვი გახდება >>

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ნათლავს ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილებს. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

ილია მეორემ მრევლს მართლმადიდებლობის ზეიმი მიულოცა

რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ: მშობლების პირადობის მოწმობების ასლები; მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები; შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები; მოსანათლის 2 ფოტო 3X4-ზე დაბეჭდილი CD დისკით და ოჯახის 1 ფოტო 10×15-ზე დაბეჭდილი CD დისკით.

რეგისტრაცია საპატრიარქოში გაიმართება. ნათლობის თარიღი მითითებული არ არის.

ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდა. დღეისთვის ილია მეორეს 37 ათასზე მეტი ნათლული ჰყავს.