რუსთავში ტექნიკის მაღაზია გაქურდეს

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ტექნიკის მაღაზია ბოლო რვა თვეში 4-ჯერ გაქურდეს
Sputnik

თბილისი, 24 მარტი - Sputnik. რუსთავში ტექნიკის მაღაზია „ზუმერი“ გაქურდეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„სმაილის“ მაღაზიის ქურდობის ფაქტი გახსნილია

შემთხვევა დღეს დილით, დაახლოებით 8:00 საათზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ორმა დაუდგენელმა პირმა მაღაზიაში მინის კარების ჩამტვრევის შედეგად შეაღწია.

მაღაზიიდან წაღებულია რვა ძვირადღირებული მობილური ტელეფონი, რომლის ჯამური ღირებულება 10 ათას ლარს აღწევს.

საქაქრთველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკვე დადგენილია სავარაუდო დამნაშავეები. ისინი არასრულწლოვნები არიან.

გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით,  აღნიშნული ტექნიკის  მაღაზია ბოლო რვა თვეში 4-ჯერ გაქურდეს.