ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში: გარდაცვლილია ორი ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგადაც მსუბუქი ავტომობილის მძღოლი და ქვეითად მოსიარულე გარდაიცვალა.
Sputnik

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაღუპული ნიკა გუჯეჯიანი ისტორიაში შევიდა

შემთხვევა გუშინ ღამით ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს  სამშენებლო ამწე და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც მსუბუქი ავტომობილის  მძღოლი და ქვეითად მოსიარულე გარდაიცვალა.

შსს–ს ცნობით, მომხდარზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით 6-დან 10 წლამდე.