თბილისი, 23 მარტი — Sputnik. იტალიის ქალაქ პიზაში მიმდინარე მსოფლიო თასის ეტაპში ეტლით ფარიკაობაში ირმა ხეცურიანმა გაიმარჯვა.
ირმა ხეცურიანი ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობაში მსოფლიო თასის ოქროს მფლობელია >>
ხმალში შეჯიბრების ფინალში ქართველმა სპორტსმენმა ჩინელ აო ლანჯუს ანგარიშით 15:2 აჯობა.
ხეცურიანისთვის მსოფლიო თასის ეტაპზე ეს ოქროს მედალი სეზონზე მესამე გახდა და კარიერაში - მე-15.
აღსანიშნავია, რომ ხმალში შეჯიბრებაში მონაწილეობას ასევე სხვა ქართველი სპორტსმენი - ნინო ტიბილაშვილი იღებდა. სამწუხაროდ, მან ნახევარფინალში გარდამავალი ბრძოლა წააგო და უმედლოდ დარჩა.