აჭარაში ძვირფასი ლითონის მოძიებას იწყებენ

გეოლოგიური კვლევა სოფელ ხალას მიმდებარე ტერიტორიაზე ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-80-იან წლებში ჩატარდა.
Sputnik

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ქობულეთის რაიონის სოფელ ხალაში ოქროს მოპოვება-შესწავლის მიზნით ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა.

მესტიაში ადგილობრივები საპროტესტო აქციას მართავენ

აუქციონის პირობების თანახმად, ფერადი, კეთილშობილი და იშვიათი ლითონების ძებნა-მოპოვებითი სამუშაოები უნდა ჩატარდეს თანამედროვე სტანდარტების და მეთოდიკის შესაბამისად, რისთვისაც არანაკლებ 2, 5 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს.

აჭარის ტელევიზიის ცნობთ, გეოლოგიური კვლევა სოფელ ხალას მიმდებარე ტერიტორიაზე ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-80-იან წლებში ჩატარდა.

„მარაგის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. სამძებრო სამუშაოები კომუნისტების დროსაც ტარდებოდა, მაგრამ ეძებდნენ არა ოქროს, არამედ პოლიმეტალებს. როდესაც მათ ლაბორატორიაში შეამოწმეს, სადაც ჩვეულებრივად ყველა მასალის შემცველობას ამოწმებენ, აღმოჩნდა ოქრო", - განაცხადა გეოლოგმა სოსო ჟღენტმა "აჭარის ტელევიზიის" ეთერში.

ელექტრონული აუქციონის პირობების თანახმად, სამძებრო სამუშაოებში მინიმუმ 30 ადამიანი უნდა დასაქმდეს. აუქციონი 15 აპრილს დასრულდება.