შვეიცარიაში ერთ-ერთ სახლში გასაქურდად შესულ ქართველებს ჩაეძინათ

გამოძიების ცნობით, საქართველოს 19 და 26 წლის მოქალაქეებს ბრალი რამდენიმე სახლის გაქურდვაში ედებათ.
Sputnik

თბილისი, 21 მარტი — Sputnik. შვეიცარიაში, ერთ-ერთ კოტეჯში მძინარე ორი ქართველი ქურდი ნახეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით.

იტალიაში ქურდობის გამო საქართველოს მოქალაქე დააკავეს

შემთხვევა შვეიცარიის ქალაქ პიან სან ჯაკომოში (Pian San Giacomo) სამშაბათს, დილით მოხდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მეზობლებმა ღამით საეჭვო პირები შეამჩნიეს, რომლებიც ერთ-ერთ კოტეჯში შესვლას ცდილობდნენ. აღნიშნული ფაქტის შესახებ მათ მეპატრონეს შეატყობინეს.

დილით, საკუთარ აგარაკზე მისულ შვეიცარიელ მამაკაცს კოტეჯში ჩაძინებული ქურდები დახვდა. მათ გაქცევა შეძლეს, თუმცა, მოგვიანებით, პოლიციამ ბოროტმოქმედების დაკავება მოახერხა.

გამოძიების ცნობით, საქართველოს 19 და 26 წლის მოქალაქეებს ბრალი რამდენიმე სახლის გაქურდვაში ედებათ.