საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო TBC Bank-ზე ჰაკერული შეტევის საქმეს იძიებს

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ამ მომენტისთვის მიმდინარეობს ინფორმაციის დამუშავება და შესწავლა, რისთვისაც გარკვეული დროა საჭირო.
Sputnik

თბილისი, 21 მარტი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო TBC Bank-ზე ჰაკერული შეტევის მცდელობის საქმის გამოძიებას აგრძელებს, რომელიც 2018 წლის 12 ნოემბერს განხორციელდა, განაცხადა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.

„პრობლემა აღმოიფხვრა“ - საქართველოს პრემიერმა TBC Bank-ის ირგვლივ ისაუბრა>>>

TBC Bank-ის ინფორმაციით, 12 ნოემბერს ბანკზე ჰაკერული შეტევის მცდელობა განხორციელდა. ჰაკერები ბანკის კლიენტების პირადი ინფორმაციისა და საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაციებზე წვდომის მიღებას შეეცადნენ. ბანკის ინფორმაციით, ჰაკერული შეტევა განხორციელდა მისამართიდან: თბილისი, რუსთაველის გამზირი № 12

„რამდენიმე თვეა, გამოძიება მიმდინარეობს. ეს გახლავთ საკმაოდ კომპლექსური სისხლის სამართლის საქმე, არ გახლავთ რიგითი საქმე, რომლის გამოძიების დასრულება შესაძლებელი იქნება ერთ, ორ ან ერთ კვირაში. ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება, გამოკითხვები, ამოღებულია კომპიუტერები, მათ შორის რუსთაველის 12 ნომრიდან", - განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისწერა თუ არა გახარიამ ხაზარაძეს წერილი – პროკურატურამ „დოკუმენტი“ გამოაქვეყნა

მისი სიტყვებით, ამ მომენტისთვის მიმდინარეობს ინფორმაციის დამუშავება და შესწავლა, რისთვისაც გარკვეული დროა საჭირო.

TBC Bank-ი („თიბისი ბანკი") საზოგადოების ყურადღების ცენტრში იანვრის დასაწყისიდან მოექცა. სწორედ მაშინ გახდა ცნობილი, რომ პროკურატურა 2008 წლის ერთ-ერთ საბანკო ოპერაციას სწავლობს. საქმე 17 მლნ დოლარის გათეთრებას ეხება. დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილებმა, TBC Bank-ის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა მამუკა ხაზარაძემ და მისმა მოადგილემ ბადრი ჯაფარიძემ ეროვნული ბანკის ზეწოლის შედეგად თანამდებობები დატოვეს.

სკანდალური წერილის ისტორია: გზავნილის წარმოშობის ვერსიები>>>

TBC Bank-ის საქმემ ქვეყნის პოლიტიკურ წრეებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ოპოზიციამ საქართველოს ხელისუფლება ბიზნესზე ზეწოლაში დაადანაშაულა. მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ - დემოკრატიულმა საქართველომ", თავის მხრივ, განაცხადა, რომ საჭიროა, ყველა გამოძიების შედეგებს დაელოდოს.

თებერვლის ბოლოს TBC Bank Group PLC-ის სამეთვალყურეო საბჭომ ლონდონში, რომელიც ქართულ ბანკ TBC-ის ფლობს, ეროვნულ ბანკთან სამართლებრივი დავის შეწყვეტისა და მისთვის ჯარიმის სახით 1 მლნ ლარის გადახდის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. გარდა ამისა, საკუთარი თანამდებობები დატოვეს TBC Bank-ის დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ და მისმა მოადგილემ ბადრი ჯაფარიძემ.