ქართველ ჩოგბურთელს აშშ-ის ტურნირზე გერმანიის წარმომადგენელი დაუპირისპირდება

2018 წელს მაიამის ტურნირზე ქართველმა ჩოგბურთელმა მეორე წრემდე მიაღწია
Sputnik

თბილისი, 21 მარტი — Sputnik. საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის (მე-19 ადგილი АТР-ს რეიტინგში) პირველი მოწინააღმდეგე მაიამიში (აშშ) მიმდინარე „მასტერსის" სერიის ტურნირზე გერმანიის წარმოამდგენელი მიშა ზვერევი (75) იქნება.

ზვერევმა, ტურნირის პირველ წრეში ესპანეთის წარმომადგენელი ნიკოლა კუნა (255) დაამარცხა.

ინდიან–უელსში ტურნირზე ბასილაშვილის პირველი მოწინააღმდეგე ინდოეთის წარმომადგენელი იქნება

ბასილაშვილი და ზვერევი მანამდე ერთმანეთს არ დაპირისპირებიან. მატჩი 22 მარტს გაიმართება და თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

წარმატებისა და მესამე რაუნდში გასვლის შემთხვევაში ბასილაშვილი 45 სარეიტინგო ქულას და საპრიზო 50 ათას დოლარს მოიპოვებს. გასულ წელს მაიამიში გამართულ ტურნირზე ქართველმა ჩოგბურთელმა მეორე წრემდე მიაღწია, სადაც ორ სეტში (4:6, 3:6) სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის წარმომადგენელ კევინ ანდერსონთან დამარცხდა.

Miami Open-ი 31 მარტამდე გაგრძელდება. ტურნირის საპრიზო ფონდი 9,3 მლნ დოლარს აჭარბებს, მოქმედი გამარჯვებული კი ამერიკელი ჯონ იზნერია.