მსოფლიო დღეს

გერმანიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

მამაკაცი დროებითი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.
Sputnik

თბილისი, 21 მარტი - Sputnik. გერმანიაში, ავსტრიის საზღვართან საქართველოს მოქალაქე დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საფრანგეთში ოთხი ქართველი დააკავეს: სპეცოპერაცია რეიმსში

ადგილობრივი მედიის ცნობით, 39 წლის მამაკაცი საპატრულო პოლიციამ იმ დროს დააკავა, როდესაც ის ავტომაგისტრალზე ავსტრიის  მიმართულებით ავტომობილით გადაადგილდებოდა. მის ავტომობილში 30 ათასი ევროს ღირებულების ნივთები აღმოჩნდა, რომელთა შეძენის დამადასტურებელი საბუთები მან სამართალდამცველებს ვერ წარუდგინა.

ადგილობრივი სამართალდამცველების ვარაუდით,  მანქანაში აღმოჩენილი ნივთების ნაწილი მიუნხენშია მოპარული.

მამაკაცი დროებითი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.