საჭიროა თუ არა პრეზიდენტის ფსიქიატრიული შემოწმება – ზურაბიშვილის მოსაზრება

ზურაბიშვილის სიტყვებით, აგვისტოდან მას ჰქონდა გაუთავებელი შეხვედრები, წინასაარჩევნო კამპანია და მან, ძლიერი გადაღლილობის გამო, ცხრა თვის განმავლობაში პირველად იგრძნო თავი შეუძლოდ.
Sputnik

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. საქართველოში შეიძლება დაინერგოს წესი, რომლის თანახმად, პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება ყოველწლიურად გახდება საჭირო, განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა TV Pirveli-ს გადაცემა „რეაქციაში".

ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ივანიშვილმა მას სრული თავისუფლება მიანიჭა>>>

ამის შესახებ ისაუბრა ზურაბიშვილმა, როდესაც პასუხი გასცა გადაცემის წამყვანის კითხვას, თუ რატომ არ ესწრებოდა იგი საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტი, როგორც ნებისმიერი ადამიანი, შეიძლება გადაიღალოს.

ზურაბიშვილის სიტყვებით, აგვისტოდან მას ჰქონდა გაუთავებელი შეხვედრები, წინასაარჩევნო კამპანია და მან, ძლიერი გადაღლილობის გამო, ცხრა თვის განმავლობაში პირველად იგრძნო თავი შეუძლოდ.

ახალი ფიგურები ან ახალი იდეები - როგორ უნდა მოიგოს 2020 წლის არჩევნები „ოცნებამ“

„ვთვლი, რომ უნდა იყოს არჩევნების წინ ჯანმრთელობის შემოწმება და შეიძლება რეგულარულად დავაწესოთ, რომ ერთხელ წელიწადში იყოს, იმიტომ რომ ქვეყნის პრეზიდენტი არის სახელმწიფო დანიშნულება და სრულიად გამართლებულიც არის. ზოგჯერ შეიძლება ვიფიქროთ იმაზეც, რომ ფსიქიატრიული გადასინჯვაც მოხდეს. ხუმრობითაც ვამბობ, მაგრამ ბევრ ქვეყანაში ეს საკითხი იდგა და დგას. ეს არც უხერხული არ არის", – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთსა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში დიპლომატიურ საქმიანობას ეწეოდა.

როგორ დავიპყროთ უცხოური ბაზრები – ზურაბიშვილმა რამდენიმე მიმართულება დაასახელა>>>

იგი პარიზში ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენლისა და პარიზის ქართული სათვისტომოს მერვე თავმჯდომარის ლევან ზურაბიშვილის ოჯახში დაიბადა. სალომე ზურაბიშვილი ცნობილი საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის შვილთაშვილია.

სამშობლოში ზურაბიშვილი იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე პარლამენტის დეპუტატი. 2018 წლის შემოდგომაზე მმართველი პარტია
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მხარდაჭერით მან საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა.