წალკაში მგელმა სამი ადამიანი დაგლიჯა

დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები
Sputnik

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. წალკის სოფელ ჩრდილისუბანში მგელმა ორი ქალი და ერთი მამაკაცი დაგლიჯა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, საღამოს მოხდა.

ოზურგეთში მგლებმა მოსახლეობას პირუტყვი დაუგლიჯეს 

დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

წალკის მერის მოადგილის ანზორ ხინიკაძის განცხადებით, მგელი ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მოკლეს. მისი თქმით, წალკის მუნიციპალიტეტში ადამიანებზე მგლების თავდასხმის შეთხვევები ხშირი არ არის.

ამჟამად მგლის მოკვლა საქართველოში აკრძალულია. მტაცებლებზე ნადირობა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაშია დაშვებული – როდესაც ის ადამიანის სიცოცხლეს ემუქრება. „პრობლემურ მგლებზე" სანადიროდ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის ნებართვაა საჭირო. შესაბამისი მიმართვა გამგეობამ უნდა გადააგზავნოს.