კარგი ტრადიცია ანუ როგორ დაიწყო თბილისში გამოფენა - Made in Belarus

„ექსპო ჯორჯიას“ ერთ-ერთი პავილიონი დღეს პატარა ბელარუსად გარდაიქმნა
Sputnik

თბილისში დაიწყო ბელარუსელი მეწარმეების გამოფენა Made in Belarus (დამზადებულია ბელარუსში), რომელიც 23 მარტამდე გასტანს. ღონისძიების სტუმრებისთვის გამოიფინა ბელარუსული ნაციონალური პროდუქტები, მოეწყო სხვადასხვა საწარმოსა თუ ორგანიზაციის სტენდები და ეს ყველაფერი - ხალხური საკრავების ჰანგების თანხლებით.

კარგი ტრადიცია ანუ როგორ დაიწყო თბილისში გამოფენა - Made in Belarus

ღონისძიების სტუმრებს შორის იყვნენ არა მხოლოდ ბელარუსული პროდუქციის მოყვარულები, არამედ მაღალი რანგის ჩინოვნიკები: საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხეილ რუსი, რომლებმაც ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრეს.

კარგი ტრადიცია

გამოფენის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ევგენი ვედენსკიმ თბილისში ბელარუსული პროდუქციის გამოფენას კარგი ტრადიცია უწოდა და დასძინა, რომ ეს ღონისძიება დადებითად აისახება ორივე ქვეყნის ბიზნესზე, რაზეც შთამბეჭდავი ციფრებიც მეტყველებს.

„2016 წელს ჩვენ საქართველოში ნაციონალური გამოფენა გავმართეთ - ეს იყო საზღვარგარეთ რამდენიმე წლის განმავლობაში ჩატარებული ყველაზე მასშტაბური ღონისძიება. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წლამდე საქონელბრუნვა გაცილებით დაბალი იყო, ვიდრე გამოფენის შემდეგ. ჩვენ დავინახეთ ძალიან დიდი ნახტომი - საქონელბრუნვა გამოფენის შემდეგ სამჯერ გაიზარდა. გაღრმავდა ასევე ორი ქვეყნის ბიზნესს შორის კავშირი და გამოფენები კარგ ტრადიციად იქცა. ამიტომ ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატები გამოფენებს ყოველწლიურად მართავენ“, - აღნიშნა ვედენსკიმ „Sputnik-საქართველოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ბელარუსული კომბაინები საქართველოში მარცვლეულის მოსავლის ასაღებად

გარდა ამისა, მისი თქმით, ამჯერად გამოფენა გაფართოებული ფორმატით გაიმართა: გამოფენა-გაყიდვაზე მსურველებს შეეძლოთ შეთავაზებული პროდუქციის გასინჯვა. გამოყოფილი იყო ასევე სპეციალური ადგილები მოლაპარაკებებისთვის.

როგორც ვედენსკიმ აღნიშნა, ორგანიზატორები შეეცადნენ, გადმოეცათ ბელარუსის კოლორიტი, ბუნების სილამაზე და კულტურა.

გამოფენის კიდევ ერთი ორგანიზატორის, სერგეი ნაბეშკოს თქმით, გამოფენაზე წარმოდგენილია სხვადასხვა დარგისა და სფეროს 200-ზე მეტი ბელარუსული ბრენდი.

მოთხოვნა

არავისთვისაა საიდუმლო, რომ ბელარუსული კვების პროდუქტები საქართველოში პოპულარობით სარგებლობს. ამაზე დედაქალაქში გახსნილი ბელარუსული მაღაზიების სიმრავლეც მეტყველებს. კომპანია Beltrade-ის მარკეტინგის დირექტორმა სვეტლანა სტასევიჩმა „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყანაში ბელარუსული პროდუქციის პოპულარობა დღითი-დღე იზრდება, მაგრამ გარკვეული პრობლემები გვექმნება მათ მოწოდებასთან დაკავშირებით.

„საქართველო ძალიან მოსახერხებელი ადგილია, მაგრამ ერთადერთი პრობლემა - გზაა. ეს პრობლემა, განსაკუთრებით, ზამთარში გვექმნება, როდესაც პროდუქცია უფრო ნელა ჩამოდის. ისეც ხდება ხოლმე, რომ მანქანა გზის გავლას 10 დღეს ანდომებს, როცა უღელტეხილი თოვლითაა დაფარული - მის გაწმენდას ზოგჯერ სამი დღე სჭირდება“, - აღნიშნა სვეტლანამ.

ბელარუსი მზადაა, საქართველოს თავისი გამოცდილება გაუზიაროს

ბელარუსთან საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2018 წელს 87,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა: ექსპორტმა - დაახლოებით 28,5 მლნ დოლარი და იმპორტმა - 58,7 მლნ დოლარზე მეტი.

პერსპექტივები

გამოფენის ფარგლებში ერთობლივი საწარმოების შექმნის შესახებ კონტრაქტებსაც მოეწერა ხელი.

გარდა ამისა, 14-მა ქართულმა და 14-მა ბელარუსულმა კომპანიამ 2,8 მლნ დოლარის ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმეს. მხარეებს შორის ხელი მოეწერა მსხვილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (ტრაქტორებისა და კომბაინების), ელევატორების შეძენის, ქართული ჩაის ექსპორტისა და სამედიცინო პრეპარატების მიწოდების შესახებ შეთანხმებებს. ხელი მოეწერა ასევე შეთანხმებებს სამეცნიერო სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

კარგი ტრადიცია ანუ როგორ დაიწყო თბილისში გამოფენა - Made in Belarus

ურთიერთობის ისტორია

საქართველომ და ბელარუსმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის იანვარში დაამყარეს. ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო საქართთველოს ოფიციალური ვიზიტით პირველად 2015 წლის აპრილში ეწვია.

ვიზიტი საკმაოდ დატვირთული იყო. ბელარუსის პრეზიდენტს მრავალრიცხოვანი დელეგაცია ახლდა. თბილისში მხარეებმა რამდენიმე დოკუმენტს მოაწერეს ხელი და ამით ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას ჩაუყარეს საფუძველი.

შედეგმა არ დააყოვნა. 2015 წელს მიღწეულია შეთანხმება საქართველოში მაღაზიათა ქსელ „ბელარუსკის“ გახსნის თაობაზე - პირველი მაღაზია 2016 წლის სექტემბერში გაიხსნა.

დსთ-ის ქვეყნები საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორები არიან >>

2016 წლის დეკემბერში გაიხსნა ბელარუსის საელჩო თბილისში. პირველ ელჩად მიხაილ მიატლიკოვი დაინიშნა.

2017 წლის მარტში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბელარუსს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ერთი წლის შემდეგ კი კვლავ ლუკაშენკო ჩამოვიდა.