თემქაზე აფეთქებისას ერთი მამაკაცი დაშავდა

თემქაზე ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად აივანი ჩამოინგრა.
Sputnik

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. თბილისში, თემქის მესამე მიკრორაიონში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულზე აფეთქება მოხდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით ხუთი ადამიანი მოიწამლა

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია. აფეთქების შედეგად აივნის ნაწილი ჩამოინგრა. მომხდარის შედეგად ხანძარი არ გაჩენილა.

შემთხვევის შედეგად ერთი მამაკაცი დაშავდა. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. მის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. მობილიზებული არიან სამართალდამცველებიც.