ნურსულთან ნაზარბაევმა ყახაზეთის პრეზიდენტის პოსტი დატოვა

საპრეზიდენტო არჩევნებამდე სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობას სენატის სპიკერი შეასრულებს.
Sputnik

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. ნურსულთან ნაზარბაევმა სამშაბათს რესპუბლიკური არხების პირდაპირ ეთერში მოსახლეობისადმი მიმართვისას პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე გააკეთა განცხადება, იუწყება „Sputnik–ყახაზეთი".

ნაზარბაევს ევროკავშირისა და ევრაზიული კავშირის ერთობლივი კონფერენციის ჩატარება სურს

„გადაწყვეტილება მივიღე გადავდგე პრეზიდენტის თანამდებობიდან", – განაცხადა ნაზარბაევმა.

საპრეზიდენტო არჩევნებამდე სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობას სენატის სპიკერი ჟომარტ ტოკაევი შეასრულებს.

„მე გავაგრძელებ ყაზახეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარედ მუშაობას. მე პარტია Nur Otan-ის თავმჯდომარე და საკონსტიტუციო საბჭოს წევრიც ვარ. მე თქვენთან ვიქნები", – აღნიშნა ნაზარბაევმა.

ნურსულთან ნაზარბაევი პრეზიდენტის პოსტს 1990 წლიდან იკავებდა.