თბილისი, 19 მარტი — Sputnik. საქართველოს საპარლამენტო კომიტეტები შეუდგნენ კანონპროექტების განხილვას, რაც სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულისთვის.
შესწორებების ავტორია შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ამჟამად განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი გაუპატიურება, ან რომელსაც მოჰყვა დაზარალებულის დაღუპვა, ან არასრულწლოვანის გაუპატიურება ისჯება 15-დან 20 წლამდე პატიმრობით. შსს გამოდის წინადადებით, მაქსიმალური სასჯელი უვადო პატიმრობამდე გაიზარდოს.
პატიმრობის ვადა შეიძლება სამიდან ხუთ წლამდე გაიზარდოს სქესობრივი კონტაქტის ან სხვა სახის სექსუალური კავშირის იძულებისთვის ადამიანზე ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელების, ქონების დაზიანების მუქარით, ან მატერიალური, სამსახურებრივი და სხვა სახის დამოკიდებულების გამოყენებით.
დამამძიმებელი გარემოებების შემთხვევაში სასჯელი 5-7 წლით პატიმრობიდან შესაძლოა 7-9 წლამდე თავისუფლების აღკვეთამდე გაიზარდოს.
სექსუალურ ნიადაგზე დანაშაულისთვის ნასამართლევებს, კანონპროექტის თანახმად, უნდა აეკრძალოთ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის საბავშვო სპორტულ დაწესებულებებში მუშაობა, ასევე სკოლებიდან, საბავშვო ბაღებიდან, სპორტული სკოლებიდან და ხელოვნების სკოლებიდან, საბავშვო წრეებიდან 30 მეტრის რადიუსში ყოფნა.
სექსუალური ძალადობა რვა წლის გოგონას მიმართ - დაკავებულია 29 წლის მამაკაცი>>
გარდა ამისა, მათ აეკრძალებათ ცხოვრება არასრულწლოვანებთან, სოციალურ მუშაკებად, ექიმებად, სახელმწიფო დაწესებულებებში, სამგზავრო ტრანსპორტის მძღოლებად.
შსს–მ საქართველოში დანაშაულის ზრდა დააფიქსირა>>
სასამართლო გადაწყვეტილებას ზემოაღნიშნული უფლებების ჩამორთმევის თაობაზე განაჩენთან ერთად გამოიტანს.
სექსუალური დანაშაულისთვის ნასამართლეობის შესახებ ინფორმაცია მონაცემთა სპეციალურ ბაზაში შევა. საქართველოს შსს ამ ადამიანების გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას გაავრცელებს.