Newsweek: საქართველო – ევროპის ახალი კულტურული ცენტრი

სტატიის ავტორი მოგზაურებს ურჩევს, აუცილებლად ეწვიონ თბილისსა და წინანდალს.
Sputnik

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. „საქართველო – ევროპის ახალი კულტურული ჰაბი" – სტატია ამ სათაურით პოპულარულმა ამერიკულმა გამოცემა Newsweek-მა გამოაქვეყნა.

პუბლიკაციის ავტორი ჯორჯ ვეინი წერს, რომ საქართველო 2019 წელს გამოცდილი მოგზაურებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ მიმართულებად რჩება. თბილისიდან 70 კილომეტრში მდებარე წინანდალი სულ მალე ისეთივე მნიშვნელოვანი გახდება საქართველოსთვის, როგორც ბილბაოა ესპანეთისთვის, წერს ავტორი.

„თბილისთან და ბათუმთან ერთად მოგზაურების ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს წინანდალიც, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ღვინის კულტურის სამშობლოდ იყო მიჩნეული", – აღნიშნულია სტატიაში.

ავტორი ტურისტებს ურჩევს, რომ მოგზაურობა საქართველოში დედაქალაქიდან დაიწყონ. მან თბილისს უწოდა ადგილი, რომელიც 1995 წელს შემდეგ დაბადებულ ჰიპსტერებს აერთიანებს. ავტორის აზრით, მათ უყვართ ქალაქის ვიწყო ქუჩები, შუა საუკუნეების ეკლესიები და ისტორია, რომელსაც თბილისში ყოველი ფეხის ნაბიჯზე წააწყდები.

ტურიზმისთვის 138 მილიონი: როგორ განვითარდება საქართველოს რეგიონები

„მათ მოსწონთ, რომ თბილისი ჯერჯერობით გადავსებული არ არის ტურისტებით. ისინი საუზმობენ კაფეებში და აწყობენ საღამოებს, რომლის დროსაც აუცილებლად სვამენ ჭაჭას", – აღნიშნულია სტატიაში.

ავტორი ტურისტებს ურჩევს, ნახონ ნარიყალა, ეწვიონ გოგირდის აბანოებს, შემდეგ კი გაეშურონ წინანდალში, რომელსაც ალექსანდრ დიუმამ „სამოთხის ბაღი" უწოდა.

„წინანდალი 21-ე საუკუნიდან ევროპის მთავარი კულტურული ცენტრია, ხოლო თავადმა ალექსანდრე ჭავჭავაძემ საკუთარი სახლი მე-19 საუკუნის ქართული კულტურის ცენტრად აქცია. ნუ გაგიკვირდებათ, თუ გაერომ წინანდალი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარა", – წერს სტატიის ავტორი.

თბილისი ჟურნალ SKYLIFE-ის ყურადღების ცენტრში რვაგვერდიანი სტატიით>>

საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც არა მარტო არ დაივიწყეს ღვინის დამზადების რვა ათასი წლის წინ შემუშავებული მეთოდები, არამედ ამას დღესაც იყენებენ, აღნიშნავს გამოცემასთან საუბარში ენოლოგი ენდრიუ ჯეფორდი.