სჭირდება თუ არა თბილისს ფასიანი პარკირება – Sputnik-ის მკითხველთა აზრი ორად გაიყო

ზაფხულიდან მძღოლებს საათობრივი პარკირების საფასურის გადახდა მოუწევთ.
Sputnik

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. „Sputnik–საქართველოს" მკითხველთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ თბილისის ცენტრში ფასიანი პარკირება აუცილებელია, ასეთია სააგენტოს ვებ-გვერდზე ჩატარებული ონლაინ-გამოკითხვის შედეგები.

თბილისის ხსნა თუ მძიმე ტვირთი? მალე პარკირება ფასიანი გახდება>>>

კითხვაზე, „მხარს უჭერთ თუ არა თბილისის ცენტრში ფასიანი პარკირების შემოღებას", გამოკითხვაში მონაწილეთა 37,9%-მა უპასუხა, რომ ამით „ქალაქი საცობებისგან განიტვირთება".

რა ეღირება თბილისში საათობრივი პარკირება

მკითხველთა 48,3% კი წინააღმდეგია ფასიანი პარკირების შემოღების, რადგანაც, მათი აზრით, „ქალაქში პარკირებისთვის თანხას ისეც ვიხდით". აღნიშნული საკითხი სულ ერთია გამოკითხვაში მონაწილეთა 13,8%-სთვის.

თბილისში მძღოლებს საათობრივი პარკირების საფასურის გადახდა მოუწევთ - ზონალურ-საათობრივი პარკირების ახალი წესი თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე საპილოტე რეჟიმში 2019 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება. პირველი ადგილი, სადაც ახალი წესი ამოქმედდება, კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძის) ქუჩა იქნება.

საათობრივი პარკირების საფასურის გადახდა შესაძლებელი იქნება როგორც მობილური აპლიკაციის, ასევე ქუჩაში დამონტაჟებული გადახდის აპარატების მეშვეობით. შემოსული თანხა კი თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აკუმულირდება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას მოხმარდება.